|
2019-09-29 16:24:27, 25670 ნახვა
სპორტი
ვალერი მელაძის სიმღერის ჩართვამ ქართველ მორაგბეების და მწვრთნელის პროტესტი გმოიწვია
საქართველოს და ურუგვაის მატჩის შემდეგ, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 33-7 დასრულდა, პრესკონფერენციაზე "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ და მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა თამაშის ორგანიზატორები გააკრიტიკეს. სააგენტო popsport-ის ინფორმაციით, საქმე ეხება ვალერი მელაძის სიმღერას, სახელწოდებით "Чего ты хочешь от меня?", რომელიც იაპონიაში, სავარაუდოდ, გვარის გამო, ქართველ შემსრულებლად მიიჩნიეს და მატჩის დროს ეს სიმღერა რამდენჯერმე გააჟღერეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა ბრეგვაძემ, ორგანიზატორებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა. “მინდა, მომენტი გამოვიყენო და თამაშის მომსახურე პერსონალს მეტი ყურადღებისკენ მოვუწოდო. მათ მატჩის დროს რუსული მელოდია ბევრჯერ ჩაგვირთეს და კარგი იქნება, თუკი ამ შეცდომას აღარ გაიმეორებენ” – აღნიშნა ბრეგვაძემ. “თამაშისას გამოყენებული მუსიკა რუსული იყო. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ რუსეთი საქართველო არაა და საქართველოც არაა რუსეთი. ჩვენ სხვადასხვა ენა, სხვადასხვა კულტურა და სხვა ყველაფერიც განსხვავებული გვაქვს. ამდენად, კარგი იქნება, თუკი მსოფლიო რაგბი ამ მხრივ მეტ ყურადღებას გამოიჩენს!” - დაამატა კაპიტნის სიტყვასსძინა ჰეიგმა. ინფორმაცია პოპსპორტმა რაგბის საერთაშორისო მაუწყებელზე დაყრდნბით გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)