20:45 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 16:06:23, 2044 ნახვა

საზოგადოება
„საქნახშირის“ დირექტორი ვარაუდობს, რომ გაფიცული მეშახტეების ხელფასების გაცემა კვირის ბოლოს დაიწყება

"საქნახშირის" გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აცხადებს, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს. 

ამასთან, ჯაყელის ინფორმაციით, ისინი ელოდებიან ხვალ დაგეგმილ მთავრობის სხდომას, რომელზეც საკითხის განხილვა უნდა მოხდეს. მისი განმარტებით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ხელფასების პრობლემა რამდენიმე დღეში მოგვარდება. 

"2018 წლიდან გავცემთ ხელფასებს და მეთოთხმეტე თვეზე შეგვექმნა პრობლემა, რომლის რეგულირებაზეც ვმუშაობთ მთავრობასთან. ხვალ სამთავრობო სხდომაა, ვისაუბრებთ არსებულ პრობლემებზე, თუ ეს საკითხი მოგვარდა, პარასკევიდან ხელფასების გაცემას დავიწყებთ, თუ არა, მომდევნო სხდომაზე გავაგრძელებთ მსჯელობას", - განაცხადა "საქნახშირის" დირექტორმა "რუსთავი 2"-ის ეთერში. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კირცხალია: ჭორი და სიცრუეა, თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ
ხაბეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვს
ევროკავშირი უკრაინას Starlink-ის ალტერნატივას შესთავაზებს
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics