|
2015-01-23 21:35:13, 1325 ნახვა
საზოგადოება
დავით ბაქრაძემ კახეთის რეგიონში შეხვედრები გამართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ კახეთის რეგიონში, თელავსა და ყვარელში შეხვედრები გამართა. ყვარელში გამგეობის შენობაში შეხვედრა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან და ადგილობრივ ფერმერებთან გაიმართა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველო ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების მნიშვნელობასა და შედეგად მიღებულ სარგებელზე ისაუბრა და ამ მხრივ, ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობაზე გამახვილა ყურადღება. საუბარი ასევე, შეეხო ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს წინაშე არსებულ საგარეო გამოწვევებსა და რეგიონში არსებულ სიტუაციას. შეხვედრა აქტიური კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა. შეხვედრის მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე რეფორმებითა და იმ შესაძლებლობებით, რასაც ევროკავშირთან ეკონომიკური დაახლოების პროცესი ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)