|
2015-07-14 10:33:45, 614 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი იუსტიციის სახლის სერვისების განვითარებაში ყოფილი პატიმრების ჩართვას უზრუნველყოფს
საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულება „სოციალური საწარმო დანაშაულის პრევენციისთვის“ მოიწონა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეთანხმებული პირობების მიხედვით, დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ დაარსებული არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი ყოფილ მსჯავრდებულებს დაასაქმებს. სოციალური საწარმო განახორციელებს ორი სახის საქმიანობას: ავტომანქანების რეცხვა და კაფეტერიის ფუნქციონირება. ავტოსამრეცხაო თბილისის იუსტიციის სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომის ტერიტორიაზე განთავსდება და იუსტიციის სახლში მოსულ მომხმარებელს, ძირითადი სერვისის მიღების პარალელურად, ხელმისაწვდომ ავტოსამრეცხაო სერვისს შესთავაზებს. კაფეტერია კი თბილისის იუსტიციის სახლის მეორე სართულზე მოეწყობა და საკვები პუნქტის მომსახურებას გაუწევს იუსტიციის სახლის თანამშრომლებს. სოციალური საწარმოს ხელმძღვანელი, ავტოსამრეცხაოსა და კაფეტერიაზე პასუხისმგებელი პირები, ასევე მზარეული და ბუღალტერი პროფესიული ნიშნით შეირჩევიან, ხოლო დამხმარე პოზიციებს ორივეგან დანაშაულის პრევენეციის ცენტრის ბენეფიციარი ყოფილი პატიმრები დაიკავებენ. ამ გზით საწარმოში, მთლიანობაში, პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ოცდაათი ბენეფიციარი დასაქმდება. ბენეფიციარები დანაშაულის პრევენციის ცენტრში მოქმედი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამიდან“ შეირჩევიან, სოციალური მუშაკების დახასიათებისა და რეკომენდაციის საფუძველზე. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გასაუბრების შედეგად გამოავლენს წარმატებულ კანდიდატებს. საწარმოს წარმატების შემთხვევაში, „ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის“ ბენეფიციარებს შემოსავლის წყარო გაუჩნდებათ. გარდა ამისა, დასაქმებული პირები გაიუმჯობესებენ იმ შრომით და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს, რაც მომავალში მათ წარმატებულ საქმიანობას შეუწყობს ხელს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საგრანტო პროექტს 87 000 შვეიცარიული ფრანკით აფინანსებს. საგრანტო პროექტის ხანგრძლივობაა 22 თვე. ცნობისთვის, საქართველოში „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად; ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა კი საზოგადოებას განმეორებითი დანაშაულისაგან დაიცავს.
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)