|
2019-09-19 14:14:01, 1704 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას გამართავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ხვალ, 20 სექტემბერს, 19:00 საათზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გააპროტესტებს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზალიკო უდუმაშვილმა ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალებებზე და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ძალიან მძიმე და საზიანო გადაწყვეტილებებია. „ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი გამოსვლა, ნებისმიერი განცხადება და გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის საზიანოა და როგორც საშინაო, ასევე საგარეო სკანდალს იწვევს. ამჯერად საქმე ეხება ე.წ. შეწყალებების სერიას. 2 კვირის წინ, ჩვენ შევიტყვეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ბოლო დღეების განმავლობაში კი აღმოჩნდა, რომ ის სიაში ერთადერთი მკვლელობისთვის გასამართლებული არ ყოფილა. კიდევ ერთი სამართლებრივი ნოუსენსი იყო, როცა პრეზიდენტმა ძებნილი პირი შეიწყალა. სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამეფებულია კორუფცია და სწორედ ამას უკავშირდება აღნიშნული შეწყალებები. ასევე, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებებს, რომელიც დღეს ვალში იმყოფება კრიმინალურ სამყაროსთან და მათთვის ხარკის გადახდა მიმდინარეობს იმ დახმარებისთვის, რომელიც ე.წ. ქურდულმა სამყარომ ივანიშვილს არჩევნებზე აღმოუჩინა. ზურაბიშვილი დღეს ამ ქვეყნისთვის საშიშია. მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება ქცეყნისთვის საზიანოა. მას არანაირი სამართლებრივი და მორალური უფლება არ გააჩნია ქვეყნის მთავარსარდლის და პირველი პირის თანამდებობას იკავებდეს. ამიტომ, ჩვენ, ხვალ, 20 სექტემბერს, 19:00 საათზე შევიკრიბებით ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ პროტესტი. 20:00 საათზე კი ყველა ერთად დავიძრებით და შევუერთდებით რუსთაველზე მიმდინარე ფართობასშტაბინ აქციას", - განაცხადა უდუმაშვილმა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)