11:08 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-29 18:08:23, 1453 ნახვა

საზოგადოება
„გინების სტიმული გვარამიამ მოგვცა“ - აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მოქალაქეს Facebook-ში აგინა

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა "პატრიოტთა ალიანსიდან" მერაბ ბლადაძემ Facebook-ში ერთ-ერთ მოქალაქეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აგინა. 

დეპუტატს სტატუსი საკუთარ გვერდზე ჰქონდა გამოქვეყნებული, სადაც მას კომენტარი ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაუწერა და მასთან პოლემიკაში შევიდა. 

მოგვიანებით ბლადაძემ პოსტი წაშალა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. ამასთან, ის უარს ამბობს, ბოდიში მოუხადოს მოქალაქეს, რომელსაც აგინა. 

"როგორ შეიძლება ვიფიქრო, რომ საჯარო სივრცეში გინება ნორმალურია? არასწორი იყო ნამდვილად ჩემი მხრიდან, ეს არის ძალიან ცუდი. მაგრამ ძალიან გამომიყვანა ამ ქალმა წყობიდან, ძალიან ყოჩაღი ყოფილა. ნამდვილად ცუდი ტენდენციაა, საჯარო სივრცეში გინების სტიმული გვარამიამ მოგვცა, არაა ეგ ნორმალური მაგრამ ხდება ასეც. ამიტომ, ალბათ რაღაც კანონი უნდა მივიღოთ საჯარო სივრცეში გინების წინააღმდეგ კანონმდებლებმა, თუმცა პირველად ეს ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ადამიანებმა. ზოგს ავიწყდება, რომ დეპუტატებიც ადამიანები ვართ დ ხანდახან ვბრაზდებით", - განაცხადა მერაბ ბლადაძემ.

 

ინფორმაციას აჭარის ტელევიზია და TV25 ავრცელებენ.    


 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი უარყოფს მონაწილეობას უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვებთან დაკავშირებით - Axios
სეს - საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია პირი, რომელიც აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი საქმეების დამზადების საქმეში ფიგურირებს
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესში შეღავათები შევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics