10:10 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 10:06:57, 835 ნახვა

საზოგადოება
ხელისუფლების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების  ურბნისის, რუისისა და ბებნისის  მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი შეხვდნენ.  შეხვედრებზე ადგილობრივების საჭიროებებზე და სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სამინისტროს მიერ სოფლისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობის კუთხით შემუშავებული  პროექტების  შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამასთან, მოსახლეობასთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მაქსიმალურად მოხდეს ადგილობრივების საჭიროებების გათვალისწინება.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, პარლამენტის წევრები ენძელა მაჭავარიანი და შოთა ხაბარელი, ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თორთლაძე  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოსახლეობის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს.

მთავრობის, საკანონმდებლო და თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრები შიდა ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics