10:11 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 14:59:49, 1521 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება - გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის საქართველოში გადმოსვენებაზე თანხმობა გასცა

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი არ ადასტურებს ინფორმაციას გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსული კვალის არსებობის შესახებ. 

კონსტანტინიდი აცხადებს, რომ პროკურატურამ ცხედრის გადმოსვენებაზე თანხმობა უკვე გასცა, რაზეც საელჩო უახლოეს მომავალში აქტიურად დაიწყებს მუშაობას. 

"ვინაიდან საკითხი ძიებაშია და საქმეს გერმანელი სამართალდამცავები იძიებენ, ამ ეტაპზე , მიუხედავად იმისა, რომ გერმანელ სამართალდამცავებთან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, რაიმე სახის კონკრეტულ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, სანამ გამოძიება არ ჩათვლის საჭიროდ და უფრო მეტ დეტალს არ მოგვაწვდის. ერთი რამ, რაც გუშინდელის შემდეგ დამატებით შემიძლია განვაცხადო არის ის, რომ პროკურატურამ უკვე გასცა თანხმობა ცხედრის გადმოსვენებაზე, რაზეც საელჩო უახლოეს მომავალში აქტიურ მუშაობას დაიწყებს", - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics