|
2019-08-21 18:58:11, 870 ნახვა
საზოგადოება
ყაზბეგის N28-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგის N28-ში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მილები და ჭები, რის შემდეგაც რეაბილიტირებულ პერიმეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო. მისი თქმით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მაღალია. „ამხანაგობების საერთო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტები მოსახლეობის მომართვიანობის, პრიორიტეტებისა და მუნიციპალური ბიუჯეტის გათვალისწინებით ხორციელდება. მომართვიანობა ძალიან დიდია, ამიტომ გვიწევს პრიორიტეტების განსაზღვრა. კორპუსში არსებულ პრობლემებს შორის პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გადახურვის და შიდა საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, ასევე, ლიფტების მოწესრიგება. მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 28 სახურავს, ხოლო 2 პროექტი მიმდინარეა; დაფინანსდა წყალარინების ქსელის 23 პროექტი, რომელთაგან 14 მისამართზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო 9 მისამართზე - მიმდინარე; ლიფტის რეაბილიტაცია 34 მისამართზე დაფინანსდა, მათ შორის 18 ლიფტი უკვე განახლებულია“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. მიმდინარე წელს, ამ დრომდე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინფრასტრუქტურა 99 მისამართზე განახლდა, 36 მისამართზე კი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ყოველი დაფინანსებული პროექტის შედეგად, ამხანაგობის საერთო ანგარიშზე კონკრეტული სამუშაოების საერთო ღირებულების 10 % გროვდება, რაც მოსახლეობის საჭიროების შესაბამისად, მათი საერთო ქონების განახლებას მოხმარდება.
(NS)
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)