2019-08-21 12:17:26, 999 ნახვა
საზოგადოება
დილიდან „კურიერი“ ეთერში აღარ გასულა
დღეს დილიდან ეთერში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ აღარ გასულა.
9 და 10 საათიანი გამოშვებების ნაცვლად მაყურებელს სერიალები უჩვენეს.
აღსანიშნავია, რომ ღამის შემდეგ ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე არც ახალი ამბები განახლებულა.
ტელეკომპანიის ცნობით, არხზე მიმდინარე მოვლენების გამო, „კურიერი“ 12:00 საათზეც არ გავა ეთერში.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან აინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი და ტელეწამყვანები ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი გაათავისუფლა. არხი ასევე „კურიერის“ წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ, მიხეილ სესიაშვილმა და პაატა იაკბაშვილმა საკუთარი ნებით დატოვეს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან