|
2015-01-23 17:53:43, 2245 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი: ჭიკაიძეს სოლიდარობა ყველამ უნდა გამოუცხადოს და მთელი ხელისუფლება უნდა გადადგეს
„ჭიკაიძეს სოლიდარობა ყველამ უნდა გამოუცხადოს და მთელი ხელისუფლება უნდა გადადგეს",-ამის შესახებ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ვაზაგაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებელი, არა მარტო შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, არამედ მთელი ხელისუფლებაა. „ვაზაგაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებელი არა მარტო შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, არამედ მთელი ხელისუფლებაა, რომელმაც ორი წლის მაანძილზე ქვეყანაში განუკითხაობა და ქაოსი დაუშვა, არ დასაჯა დამნაშავეები, შემოგვთავაზა ქართველი ხალხისთვის მიუღებელი კოჰაბიტაციის პროექტი. ზუსტად ეს ორწლიანი პოლიტიკა არის მიზეზი იმისა, რომ დღეს ის საზოგადოება, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში გათავისუფლდა შიშისგან, კვლავ უკიდურესადაა დაშინებული. მე ამაში ვადანაშაულებ მთელს ხელისუფლებას და არა მარტო შინაგან საქმეთა მინისტრს“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ჭიკაიძის გადადგომა ხელისუფლებას პასუხისმგებლობისგან ვერ იხსნის. „უნდა გაიხსნას ვაზაგაშვილების საქმე, უნდა დაისაჯონ დამნაშავეები. დროა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყოს. ხელისუფლებას დამნაშავეები თავის დროზე რომ დაესაჯა, ეს მკვლელობა არ მოხდებოდა. მიმდინარე მოვლენები ჭიკაიძეზე არ უნდა გადატყდეს. მთელი ხელისუფლება უნდა გადადგეს და ჭიკაიძეს სოლოდარობა ყველამ უნდა გამოუცხადოს, შემდეგ კი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიასნოს“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. როგორც ჭიკაიძემ განმარტა, გადადგომის მიზეზი ბოლო დროს გაჟღერებული ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ალექსანდრე ჭიკაიძე ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს ხელს აფარებს. "მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა",- ნათქვამია ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაში.
სიკორსკიმ ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინის თავზე რუსული დრონები და რაკეტები ჩამოაგდონ
ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს პასუხობს: ჩვენს პოლიტიკას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს
შემოსავლების სამსახურს მამუკა ბარათაშვილი უხელმძღვანელებს, საგამოძიებოს მერაბ გამყრელიძე
კობახიძე კვლავ წუხს ევროპის ლიდერების და ქვეყნების ბედზე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)