|
2019-08-09 16:50:27, 5284 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია: სწავლება მასშტაბით ასახავს იმ მზარდ დინამიკას, რომელიც ნატო-სთან თანამშრომლობის თვასაზრისით გვაქვს
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სწავლება თავისი მასშტაბითა და ფუქნციური დატვირთვით, ერთ-ერთი გამორჩეული სწავლებაა თავდაცვის ძალების ისტორიაში“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მრავალეროვნული სწავლების, „Agile Spirit 2019“ დახურვის ცერემონიალზე განაცხადა. ლევან იზორიამ სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსასამხურეებს და აშშ-ის არმიის ევროპის სარდლობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომავალში სწავლების მასშტაბის გაფართოება იგეგმება. „ჩვენ უკვე წელს ვგეგმავთ მომავალი „მტკიცე სულის“ სწავლებების მასშტაბების გაფართოებას, რომელიც, როგორც სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაში, ისე მის ფუნქციურ დატვირთვაშიც აისახება“, - განაცხადა ლევან იზორიამ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწავლების მასშტაბი ასახავს იმ მზარდ დინამიკას, რომელიც საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის თვასაზრისით აქვს. „დინამიკა ორიენტირებულია მომავლისკენ და ამ დინამიკით ჩვენ აბსოლუტურ თანხვედრაში ვართ სწორედ აქ, ერთი წლის წინ, ჩვენს მიერ გაცხადებულ სტრატეგიული მზადყოფნის მიდგომასთან, რომელიც ჩვენი თავდაცვის ძალების მომზადების და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის მაღალ დონეს გულისხმობს. ამ მაღალი ხარისხის მზადყოფნის შეფასების, მისი გაზომვის საფუძველს გვაძლევს აღნიშნული მრავალეროვნული სწავლება, რომელიც სიმაყით მინდა ვთქვა ჩვენ წარმატებით დავასრულეთ. სწავლების მთავარი გზავნილიც სწორედ არის „ძალა პარტნიორობაშია“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)