|
2015-07-08 14:02:48, 1330 ნახვა
სამხედრო
ჯონ მაკკეინი: ქართველები კოალიციის საუკეთესო სამხედროებს შორის არიან
აშშ-ის სენატორმა ჯონ მაკკეინმა ქართველ სამხედროებს ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სენატორი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩავიდა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალს სენატორი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურ გენერალ ჯონ კემბელთან ერთად დაესწრო. აშშ-ის სენატორის უსაფრთხოებას საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფდნენ. ჯონ მაკკეინმა ავღანეთის მისიაში საქართველოს წვლილზე და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველოს უდიდესი წვლილი შეაქვს ავღანეთის მისიაში. ქართველი სამხედროები პერიმეტრის გარეთ ძალიან სახიფათო და რთულ მისიას ასრულებენ. ისინი უზრუნველყოფენ ჩვენი მოკავშირეების, სამხედროების და საზღვაო ქვეითების უსაფრთხოებას. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ იმ უზარმაზარი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთის მისიაში შეაქვს. მისიის მეთაურმა გენერალმა კემპბელმა მითხრა, რომ ქართველები კოალიციის საუკეთესო სამხედროებს შორის არიან. ისინი ძალიან რთულ საქმეს აკეთებენ, რაც პროფესიონალიზმის ძალიან მაღალ ხარისხს მოითხოვს - სწორედ ასეთები არიან ქართველი სამხედროები“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)