01:17 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 18:02:36, 1288 ნახვა

საზოგადოება
მუხიანში, ბობოხიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას რამდენიმე მისამართზე ახორციელებს. ამ ეტაპზე, მუხიანში, ბობოხიძისა და ამავე ქუჩის I გასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაახლოებით, 2 587  კვ.მ ფართობზე დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური. 

პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები გრუნტის გზის ნაცვლად, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. 

საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო. 

„გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ბობოხიძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება, სადაც გზის საფარი კაპიტალურად მოწესრიგდება. მსგავსი ტიპის სამუშაოებს პარალელურად, ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, ჯანჯღავას I შესახვევსა და მუხიანი 2-ში, ჟვანიას ქუჩაზე ვახორციელებთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. 

სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „L & L“  ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 124 165  ლარია გათვალისწინებული.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics