|
2015-07-08 10:33:43, 732 ნახვა
სამართალი
კორპუსების რეკონსტრუქციის დროს 113 000 ლარის მითვისების გამო, ორი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ი.მ. ზურაბ კახიძე და შპს „პილარ დეველოპმენტ“-ის დირექტორი, რომან გაბისიანი . საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის პერიოდში, საბურთალოს, ვაკის და ჩუღურეთის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა საცხოვრებელი კორპუსების აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები. კორპუსების რეკონსტრუქციის პროცესში ბრალდებულებმა შესრულებული სამუშაოების აქტებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად გაზარდეს სამუშაოთა მოცულობა და მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, 113 000 ლარს. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)