|
2015-07-07 10:15:17, 834 ნახვა
სამართალი
შსს-მ თბილისში ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული დავით კ. და 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბაჩუკი თ. ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 6 ივლისს თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ერთ-ერთ მაღაზიაში შეიჭრნენ, გამყიდველს ძალადობის მუქარით საფულე, მობილური ტელეფონი, საქონელი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით). გამოძიებას დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველო მეოთხე განყოფილება აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)