|
2015-07-06 16:34:16, 4584 ნახვა
Lifestyle
„შე ინგლისელო ჰომოსექსუალო შუბლს გაგიხვრიტავ“ - ბრიტანეთის მოქალაქე თბილისში თავდასხმაზე საუბრობს
ბრიტანეთის მოქალაქე და ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის ოფიცერი ნესტორ გოგოძე თბილისში მომხდარ თავდასხმაზე საუბრობს. როგორც გოგოძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, თბილისში, გლდანის მე-4 მიკრო რაიონში მასზე უცხო პირების მიერ მძიმე ფიზიკური თავდასხმა განხორციელდა. გოგოძის თქმით, მას ვინმე ხვიჩა სივსივამ და მისმა თანმხლებმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და „ინგლისელი ჰომოსექსუალი“ უწოდეს. „გუშინ ღამე, 2015 წლის 4 ივლისს, თბილისში კერძოდ გლდანის მე-4 მიკრო რაიონში ჩემზე განხორციელდა მძიმე ფიზიკური თავდასხმა უცხო პირების მიერ. ვარ რა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის ოფიცერი, როგორც ჩანს ეს ყოველივე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ ვინმე ხვიჩა სივსივას ჩემთვის მოემართა შემდეგი სიტყვებით, როდესაც პიზიკურ შეურაწყოფას მაყენებდა ის და მისი თანამხლები პირები, ''შე ინგლისელო ჰომოსექსუალო შუბლს გაგიხვრიტავ''. ბუნებრივია არანაირი აგრესიული დამოკიდებულება არ გამაჩნია ლგბტ-ს წარმომადგელებთან, და ვემიჯნები ყოველგვარ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ დამოკიდებულებას, თუმცა ვარ ტრადიციული ორიენტაციის წარმომადგენელი და ამასთანავე სულით და გულით ქართველი. ამ ყოველივემ ჩემს ღირსებას ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა და არა მარტო ჩემს ღირსებას არამედ ჩემი ოჯახის ღირსებას, რამეთუ მყავს ძვირფასი მეუღლე და შვილი“, - წერს გოგოძე. მისივე ინფორმაციით, პიროვნება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაკითხვაზე დაიწყვანეს, შემდეგ კი, მკაცრი გაფრთხილების საფუძველზე გამოუშვეს. „ვარ რა სახელმწიფოებრივი შეგნების ადამიანი, მივმართე საპატრულო პოლიციას, რომელმაც ეს პიროვნება დაკითხვაზე წაიყვანა და მკაცრი გაფრთხილების საფუძველზე გამოუშვა, თუმცა როგორც ირკვევა ეს ადამიანი კვლავ აგრძელებს მუქარის ტონით საუბარს. დიდი იმედით და მოთმინებით დაველოდები იმას, თუ როგორი შეფასება მოყვება ამ ყოველივეს რიგითი ქართველებისგან და ამასთანავე საქართველოს სახელმწიფოსგან. ჩემი ქართველობა ამ ეტაპზე მოქალაქეობით არ გამოიხატება, თუმცა ვცდილობ დავდგე იქ სადაც საქართველოს უჭირს, ვცდილობ ჩემი შვილი გავზარდო ისე როგორც ქართველობას შეეფერება, და თუმდაც ის რომ ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის ოფიცერი, ვარ არის სწორედ იმისკენ მიდრეკლი რომ ვემსახურო არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს, არამედ ქართულ იდეას, იდეა რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სიმართლის დაცვას და იდეა რომელიც გულისხმობს სიკეთის კეთებას არა მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვის“ , - წერს ნესტორ გოგაძე.
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)