|
2019-07-20 16:49:09, 2735 ნახვა
საზოგადოება
მშვენიერაძე - საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა R2-ის სარედაქციო პოლიტიკის დასაცავად, მნიშვნელოვანი ტესტი იქნება
„რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელისთვის, საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე თანხმობა იქნება მნიშვნელოვანი ტესტი, არხის სარედაქციო პოლიტიკის დასაცავად, - ამის შესახებ არასამათავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რითაც „რუსთავი 2“ -ის ჟურნალისტების შეთავაზებას გამოეხმაურა, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის და კრიტიკული საინფორმაციო გამოშვებების ხელშეუხებლობის გარანტად საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას შეეხება. როგორც მშვენირაძემ აღნიშნა, თუ არხის ახალი მფლობელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას რეალურად არ გეგმავს, მას შეუძლია საბჭოს შექმნას დათანხმდეს. „თუკი ტელევიზიის ხელმღვანელს, მეპატრონეს აქვს სურვილი, რომ დამოუკიდებლობა იყოს მყარად დაცული ტელევიზიაში და ის არ აპირებს მენეჯმენტის ცვლილებით ან მენეჯმენტით ჩარევას პოლტიკაში, მას შეუძლია ან ეს ან სხვა თანაბრად მნიშვნელოვანი გარანტიები დააწესოს, თუმცა ეს ის ნება-სურვილზეა დამოკიდებული და ერთგვარად პასუხიც იქნება იმაზე, მას რეალურად რა სურს, სურს სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვა, შეცვლა, რის ეჭვიც სამართლიანად არსებობს, თუ ის ტოვებს სარედაქციო დამოუკიდებლობას და მისთვის, „რუსთავი 2“-ისთვის ბრძოლა იყო მართლაც დაკარგული ბიზნესისთვის ბრძოლა“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ. შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ახალ მფლობელს და გენერალურ დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმა შესთავაზეს. გეგმა სამი ნაწილისგან შედგება. 1. მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას „რუსთავი 2“ -ის საზოგადოებრივი საბჭო. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო - ეკა გიგაური, საია - სულხან სალაძე,ს აქართველოს დემოკრატიული ინიციატივა- გიორგი მშვენიერაძე, სამართლიანი არცევნები- მიხელ ბენიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - ნატა ძველიშვილი, მედიამკვლევარი - ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენს მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობით და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ შეძლოს, იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ პოლიტიკურ კონტენტზე. (მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები, პროდიუსერები). 2. დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე. 3. არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს, რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებას და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიასთისაა, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის“, - ნათქვამია "რუსთავის 2"-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივ მიმართვაში.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)