20:45 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 12:43:57, 1101 ნახვა

საზოგადოება
ანა დოლიძე: სერგო მეთოფიშვილს იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი დავარქვი

 „სერგო მეთოფიშვილს იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი დავარქვი“, - ამის გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, დოლიძე  უფრო პოლიტიკოსია, ვიდრე სასამართლოს ნაწილი.

როგორც მან აღნიშნა, საბჭოს წევრთა უმრავლესობას, აქტიური წევრების შიში აქვს, რადგანაც დისკომფორტი ექმნებათ.

„მე ძალიან დიდი ხანია აღარ ვაკეთებ კომენტარს ბატონი სერგოს და მისნაირი ადამიანების გამონათქვამებზე. მას დავარქვი, იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი. მე ვფიქრობ, საბჭოს უმრავლესობას, რა თქმა უნდა, აქვს შიში აქტიური საბჭოს წევრებისა. მათ დისკომფორტს აყენებს და ეს კარგად გამოჩნდა დღეს, ჩვენი მოღვაწეობა, როდესაც ნაზი ჯანეზაშვილს ჩამოართვეს სიტყვა კითხვის დასმის დროს. გარდა ამისა, ჩვენ გასაუბრების დროს გვიხდება მუშაობა სრულიად არასამუშაო პირობებში, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები კარნახობენ პასუხებს მოსამართლე კონკურსანტებს, ხმაურობენ, ჩურჩულებენ, გვაწყვეტინებენ გამოსვლებს და ხანდახან გვართმევენ სიტყვასაც“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატთან გასაუბრება შედგება. საბჭო ამჯერად უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის სამ კანდიდატს - თამარ ბურჯანაძეს, მერაბ გაბინაშვილს და მირანდა ერემაძეს მოუსმენს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო.საბჭოს წევრები ამ დროისთვის 6 კანდიდატს გაესაუბრნენ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics