|
2015-07-06 14:09:44, 613 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ ღია კარის დღე გამართა
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ მომავალი მაგისტრანტებისთვის ღია კარის დღე გამართა. აბიტურიენტებს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (MBA) უნივერსიტეტის რექტორმა წარუდგინა. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ წელს 50 სტუდენტს მიიღებს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამზე ფინანსებში. აღნიშნული პროგრამა 2 წლიანია და სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის: კარიერული წინსვლისა და უკეთესი პირობებით დასაქმების ხელშეწყობა; პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო ბალანსი; კონტაქტების დამყარება წარმატებულ ადამიანებთან; დასავლური განათლების მიღების შესაძლებლობა საქართველოში; სწავლის დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ სტუდენტებს დაფინანსების ან სწავლის საფასურის გადახდის უნიკალურ პირობებს სთავაზობს. მიღებული სტუდენტების საუკეთესო 10%-ი სრულ სტიპენდიას მიიღებს და არ გადაიხდის სწავლის საფახურს, შემდეგი საუკეთესო 20%-ი სწავლის საფასურის გადახდას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე. ყველა ჩარიცხულ სტუდენტს აქვს შანსი სწავლის განმავლობაში მიიღოს 100%-იანი დაფინანსება ან მოიპოვოს უფლება გადასახადი გადაიხადოს მას შემდეგ, რაც დაასრულებს სწავლას. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ გასულ წელს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში 46 სტუდენტი მიიღო. ჩარიცხული სტუდენტების შერჩევა მაღალი კონკურენციის პირობებში მოხდა – ჯამში, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილი 200-ზე მეტ ადამიანს ქონდა. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჩარიცხული სტუდენტების 78%, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით ყველაზე მაღალი ქულების მქონე სტუდენტების 10%–ს განეკუთვნება. დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეწვიეთ: www.mba.edu.ge
(R)
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)