|
2015-07-04 16:15:29, 597 ნახვა
საზოგადოება
შსს მოქალაქეებს მუწოდებს, ხვალ, ორთაჭალიდან წითელი ხიდის მიმართულებით მტკვარში თევზაობისგან თავი შეიკავონ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ, გამთენიისას, მტკვრის დონის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ორთაჭალაჰესის საგუბარის დაცლა დაიწყება. შსს მოქალაქეებს მუწოდებს, ორთაჭალიდან წითელი ხიდის მიმართულებით თევზაობისგან და მდინარეში შესვლისგან თავი შეიკავონ. „5 ივლისს, გამთენიისას, 05:00 საათზე, მდინარე მტკვრის დონის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ორთაჭალჰესის საგუბარის დაცლა დაიწყება. პარალელურად მოხდება ზედაპირული დაკვირვება მდინარის ხელოვნურ და ბუნებრივ კალაპოტებში (ქვემო ფონიჭალის რკინიგზის ხიდიდან, გულუას ხიდიდან, ლოჭინის ხევში ჩანჩქერთან, გაჩიანის ხიდიდან). ბუნებრივ კალაპოტში, ქვემო ფონიჭალის მიმართულებით, ზედაპირული დათვალიერების (მორევები, კუნძულები, მდინარის გასაყრები) მიზნით, სამსაათიანი შუალედით მოხდება ქვეითი ჯგუფებისა და ნიჩბიანი ნავების დაშვება. წყლის დონის დაწევა შესაძლებელს გახდის მდინარე მტკვარში წყალდიდობის დროს ჩახერგილი და ჩაჭედილი, მოტივტივე და არამოტივტივე საგნების გამოჩენას, ასევე ლამისა და ქვიშა-ღორღის ჩამორეცხვას სანაპირო ზოლიდან. პარალელურ რეჟიმში ჩატარდება საძიებო-გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი ტექნიკა-აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის დახმარებით. ორთაჭალიდან წითელი ხიდის მიმართულებით მდინარე მტკვრის დონე მოიმატებს, რაც ხელს შეუწყობს ზედაპირული საძიებო სამუშაოების ეფექტურად ჩატარებას. საძიებო-გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს 700-მდე მეხანძრე-მაშველი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზჭერით არიან დაკავებულნი, დროის ზემოაღნიშნულ მონაკვეთში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თევზაობისგან და მდინარეში შესვლისგან თავი შეიკავონ. სამინისტრო ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ „112“-ს”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)