|
2019-07-08 17:28:15, 876 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ საქართველოში საუკეთესო ბანკად დასახელდა
ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, EMEA Finance თიბისი საქართველოში 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ ზედიზედ უკვე მერვედ მიიღო. გარდა ამისა, EMEA Finance-მა თიბისი 2018 წლის საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად, მისი შვილობილი კომპანია, თიბისი კაპიტალი კი საუკეთესო საბროკერო კომპანიად დაასახელა. EMEA Finance-ის აღიარება ხაზს უსვამს თიბისი ბანკის საუკეთესო ფინანსურ შედეგებს და ციფრულ შესაძლებლობებს, ასევე მომხმარებლისთვის შეთავაზებულ სამაგალითო მომსახურებას. „ჩვენთვის დიდი პატივია EMEA Finance-ის მორიგი აღიარება. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს თიბისის წამყვან პოზიციას საქართველოს საბანკო ბაზარზე და ასევე, მის მზარდ რეგიონალურ მნიშვნელობას. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი გადაწყვეტილება თიბისი კაპიტალის საინვესტიციო ბანკად ჩამოყალიბებაზე უკვე აჩვენებს შედეგებს და ის მეორე წელია საქართველოს საუკეთესო საბროკერო კომპანიად სახელდება", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. „ბოლო ათწლეულის განმავლობაში თიბისი ბანკი წარმატებით იყენებს საბაზრო შესაძლებლობებს და იმსახურებს ქართველი ხალხის და ბიზნესსაზოგადოების ნდობას. მეტიც, თიბისი ბანკი განიხილავს უზბეკეთსა და აზერბაიჯანში გაფართოებას, როგორც რეგიონალური სტრატეგიის უმთავრეს ნაწილს და შესაძლებლობას, გაზარდოს მომხმარებელთა რაოდენობა", - განაცხადა ჟურნალ EMEA Finance-ის გენერალურმა დირექტორმა და გამომცემელმა, კრისტოფერ მორმა. EMEA Finance 2008 წლიდან გამოდის და ორიენტირებულია ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ფინანსურ ბაზრებზე. ჟურნალი წამყვანი საინფორმაციო გამოცემაა ფინანსური მომსახურებისა და კორპორაციული სექტორის აღმასრულებელი რგოლის მენეჯერებისთვის.
(R)
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)