|
2019-07-08 14:03:46, 1263 ნახვა
საზოგადოება
R2 - ხელისუფლებამ ტელევიზიის წინააღმდეგ მორიგი, ორკესტრირებული შეტევა დაიწყო
„ჩვენი კოლეგის, გიორგი გაბუნიას არაეთიკური მონოლოგი, ის საბაბი აღმოჩნდა, რის გამოც ხელისუფლებამ რუსთავი2-ის წინააღმდეგ ახალი იერიში დაიწყო“, - ამის შესახებ განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიის განცხადებაშია განმარტებული, „რუსთავი 2“-მა გიორგი გაბუნიას არაეთიკური განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა შეტევა მაინც გრძელდება. „ჩვენი კოლეგის, გიორგი გაბუნიას არაეთიკური მონოლოგი, ის საბაბი აღმოჩნდა, რის გამოც ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ახალი იერიში დაიწყო. ის რომ, „პოსტსკირპტუმის“ წამყვანის გუშინდელი მონოლოგი არ ჯდება არანაირი ეთიკის სტანდარტში, ჩვენმა არხმა საჯარო განცხადებით გუშინვე მკაფიოდ თქვა და მაყურებელსაც ბოდიში საჯაროდ მოუხადა. ჩვენი პოზიცია, იგივეა, გაბუნიას საავტორო მონოლოგი იყო არაეთიკური და ამ საკითხზე „რუსთავი2“-ის თვითრეგულირების ორგანოსაც რეაქცია უახლოეს მომავალში ექნება.თუმცა, ნამდვილად ამაზრზენი და შემაშფოთებელია ის რეაქცია, რაც ხელისუფლებას ერთი ჟურნალისტის შეცდომაზე ჰქონდა. „ქართული ოცნების“ ის მაღალჩინოსნები, რომლებიც გავრილოვის პარლამენტში მისვლის დროსაც, და შემდეგ უკვე სისხლიანი დარბევის ღამესაც უხერხულად დუმდნენ, ახლა ერთმანეთს ასწრებენ ინგლისურ თუ ქართულ ენებზე საჯარო განცხადებების გაკეთებას, და გამოდიან თავისუფალი სიტყვის რეგულირების მოწოდებებით, მიანიშნებენ, რომ „რუსთავი2“ დასახურია და ამბობენ, რომ ტელეარხიც და მისი ჟურნალისტიც პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ეს აღარ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის საჯარო პირების მუქარა და ხელისუფლების ორკესტრირებული შეტევა „რუსთავი2“-ზე. „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული სხვადასხვა ჯგუფები კი „რუსთავი2“-ის ოფისთან გვიან ღამითვე,ორგანიზებულად შეიკრიბნენ და ტელეკომპანიის დახურვა მოითხოვეს. ამ აგრესიის გამო ჩვენ იძულებული გავხდით მაუწყებლობა დროებით შეგვეწყვიტა... კიდევ ერთხელ, გიორგი გაბუნიას საავტორო მონოლოგი ჩვენი სარედაქციო პოლიტიკისათვის იყო ნამდვილად მიუღებელი და ჟურნალისტურ სტანდარტებთან შეუსაბამო... თუმცა, ის რეაქცია რასაც ხელისუფლებისგან ვხედავთ, სახიფათოა არა კონრკეტულად „რუსთავი2“-სთვის, არამედ ქვეყნისთვის, ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის და ჩვენი საერთო მომავლისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S-ს წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირდაპირი ეთერის დროს უცენზურო ლექსიკით მიმართა. წამყვანის ამ განცხადების შემდეგ, "რუსთავი 2"-ის შენობასთან მალევე უკმაყოფილე მოსახლეობა შეიკრიბა. მოქალაქეები რამდენიმე საათის განმავლობაში აქციას მართავდნენ. მომიტინგეებს სხვა და სხვა მოტხოვნები ჰქონდათ, კერძოდ, აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი, ითხოვდა, რომ გიორგი გაბუნიას ბოდიში მოეხადა, ნაწილი მის გათავისუფლებას ითხოვდა, იყვნენ მოქალაქეები რომლებიც აცხადებდნენ, რომ წამყვანმა ქვეყანა უნდა დატოვოს. კიდევ რამდენიმე მოქალაქე გაბუანიასთან ერთად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლებასაც ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის შენობასთან, მმართველი გუნდის ღია მხარდამჭერები და აქტივისტები იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, ტელეკომპანია რამდენიმე თანამშრომელმა, მათ შორის ოპერატორმა დატოვა. ამ პროცესების ფონზე, ნიკა გვარამიამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "რუსთავი 2" გაბუნიას გამოხატვის ფორმას არ იზიარებს. გარდა ამისა, მან აქციის მონაწილეებს ხელისუფლების მიერ წაქეზებული ბანდერლოგები უწოდა. მოგვიანებით, ტელეკომპანიამ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ "რუსთავი 2"-მა მუშაობა ისევ განაახლა.
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)