|
2019-07-04 11:07:46, 851 ნახვა
საზოგადოება
კახეთში ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო „ჯორჯიაზ ნეიჩრლი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. წარმოების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, პაატა შეყელაძესთან ერთად გაეცნო. „მთავრობის მიერ განხორციელებული აგრარული დარგის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები, რომლის ფარგლებშიც უკანასკნელი 5 წლის მანძილზე 190-ზე მეტი საწარმო შეიქმნა, არის წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული. ის სტანდარტი, რომელიც საწარმოში „ჯორჯიაზ ნეიჩრლი“ არის დანერგილი, ადასტურებს ჩვენს მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, ვიყოთ მაღალ ხარისხზე ორიენტირებული და ადგილი დავიმკვიდროთ მსოფლიო ბაზრებზე“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. „ჯორჯიაზ ნეიჩრლის“ ხილის და ბოსტნეულის გადამმუშავებელ მეურნეობაში წლიურად 4,000 ტონა ხილის და ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი, ამჟამად წარმოებული პროდუქცია საექსპორტო ბაზრებისთვის არის განკუთვნილი. საწარმოში დასაქმებულია 25 ადამიანი. კომპანია „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 2,808,920 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 630,200 ლარი გრანტია, ხოლო 1,252,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს დაინერგა სტანდარტი ISO 22:000. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორგანული წარმოების სტანდარტის დანერგვა და 2019 წლის აგვისტოში კომპანია დარეგისტრირდება როგორც „ორგანული პროდუქციის გადამამუშავებელი“ საწარმო. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით 200 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს არაერთ პროექტსა და პროგრამას, რომლებიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია სოფლად ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)