|
2015-07-03 17:57:44, 784 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ კლუბ „ნაინი“-ში მომხდარ ინციდენტზე პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. „2015 წლის 3 ივლისს, ქ.თბილისის პროკურატურაში მიღებული იქნა ფილიპე ბაბაიანის განცხადება, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის 4 აპრილს, შს სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა ქ.თბილისში, ევროპის მოედანზე არსებულ ღამის კლუბ „ნაინი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ფილიპ ბაბაიანს და მის მეგობარ არტურ ოგანეზოვს, რაც გაგრძელდა მათი ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გადაყვანის შემდგომაც. აღნიშნულის შედეგად ფილიპ ბაბაიანმა და არტურ ოგანეზოვმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები. გამოძიების დაწყებისთანავე საგამოძიებო ჯგუფის მიერ დაიგეგმა და მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)