12:56 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 13:43:28, 1046 ნახვა

საზოგადოება
​ომბუდსმენი მომავალ კვირას 20-21 ივნისის აქციის დარბევის შესახებ გამოძიების პირველად შედეგებს წარადგენს

სახალხო დამცველის აპარატი მომავალ კვირაში  საზოგადოებას 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პირველად შედეგებს გააცნობს, - ამის შესახებ ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე საკონსულტაციო საბჭოს სხდომას მოიწვევენ, რომლის შემადგენლობაც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

“ჩვენ ვეცნობით მასალებს და უკვე გავეცანით 5 ტომს, თუმცა დღის ბოლოს რამდენიმე ტომი დაემატა ამ საქმეს. ჩემი წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში იქ იქნებიან და მოუწევთ ძალიან დიდი მასალის გაცნობა. ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი შეხედულებები, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება, გარკვეული პერიოდულობით შევაჯამოთ. ალბათ,  მომავალ კვირაში ჩვენ უკვე გვექნება პირველადი წარმოდგენები რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს გამოძიება, რამდენად სწორია ის ტემპი და ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც ვხედავთ, რომ ჩატარდა. ამ საკითხებზე ჩვენ მოვიწვევთ ჩვენი საკონსულტაციო საბჭოს პირველ სხდომას, საზოგადოებას და  მედიას წარვუდგენთ საბჭოს შემადგენლობას, რომელიც უახლოეს დღეებში დამტკიცდება. ჩვენს პირველად მოსაზრებებს განვიხილავთ სწორედ საზოგადოებასთან ერთად“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის მრჩეველმა განაცხადა, რომ SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის ოპერაციები გაფრთხილების გარეშე შეზღუდა
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
მოსკოვმა ღამით დრონებით თითქმის 500 თავდასხმა დააფიქსირა, ოთხმა აეროპორტმა კი ფუნქციონირება შეაჩერა
უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ოლქში, თავდასხმა განახორციელეს, სადაც Sberbank-ის მონაცემთა ცენტრი მდებარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics