|
2015-07-03 16:03:07, 3242 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: ჩვენ ვერ ვეტყვით ადამიანს, რატომ ყიდი ინტერნეტში ბილეთებს ამ ფასად
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოძიებას ვერ დაიწყებენ იმ ფაქტის გამო, რომ უეფას სუპერთასის ბილეთებს მომხმარებელი ინტერნეტში გარკვეულ ფასად ყიდის. როგორც გომელაურმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განცხადა, ფინანსური საკითხებით, საჭიროების შენთხვევაში, სავარაუდოდ, ფინანსური პოლიცია დაინტერესდება. გომელაურის განმარტებით, შსს გამოძიებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუკი რაიმე დარღვევის ფაქტზე, უკანონო ქმედებაზე უწყებას მიმართავენ. "თუ ვინმე მოგვმართავს რამე დარღვევაზე, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას. ვფიქრობ, ეს უფრო ფინანსური საკითხია და ფინანსური პოლიცია დაინტერესდება სავარაუდოდ, თუ რაიმე დარღვევა იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ რაიმე დარღვევა იქნება და მოგვმართავენ, დავიწყებთ გამოძიებას. მაგრამ იმაზე, რომ ვიღაცა რაღაც ფასად ყიდის ინტერნეტში რაღაცას, ჩვენ ვერ ვეტყვით, რომ რატომ ყიდი ამ ფასად რაღაცას. ამ შემთხვევაში ბილეთებს",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ცნობისთვის, უეფას სუპერთასის ბილეთებს Mymarket.ge-ზე მომხმარებელი 300 დოლარად ყიდის. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იყიდება ბარსელონა-სევილიას თამაშის 4 ცალი 75 ლარიანი ელექტრონული ბილეთი. 1 ბილეთის ფასი 300 დოლარს შეადგენს, ოთხივე ბილეთის ფასი კი, 1000 დოლარია. შეგახსენებთ, სუპერთასის ბილეთების გაყიდვა biletebi.ge-ზე უნდა მომხდარიყო, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო, საიტმა დატვირთვას ვერ გაუძლო და გაითიშა. მოგვიანებით biletebi.ge-მ გაყიდვა რიგითობით გაყიდვა სცადა, თუმცა საიტმა ვერც ამ შემთხვევაში იმუშავა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ უეფა-ს სუპერთასის ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება. არსებული ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა მომავალი კვირიდან დაიწყება. სტადიონზე სულ ექვსი სალარო იმუშავებს. უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება. "ბარსელონასა" და "სევილიას" დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)