11:02 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-29 15:24:22, 1633 ნახვა

საზოგადოება
აქციის ორგანიზატორი: მოთხოვნების რედაქტირებას, რამის გამოკლებას ან დამატებას არ ვაპირებთ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის „სირცხვილია“ ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის გოირგი გახარიას გადადგომა უცვლელია და მოთხოვნების რედაქტირებას, რამის გამოკლებას ან დამატებას არ აპირებენ.

მისივე განმარტებით, დღეს რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე საპროტესტო მსვლელობა „თავისუფლების მარში“ გაიმართება.

„გახარიას წასვლას აქვს სიმბოლური მნიშვნელობა, რადგან ასე, რომ მოხდება დარბევა, ამის პატიება, რომ არ იქნება თანამდებობის პირების, ეს უნდა ჩაიწეროს ისტორიაში და ამ პრეცედენტისთვის ვიბრძვით, თორემ ამით დიდ ცვლილებას ჩვენ სინამდვილეში არ მოველით. არ ვაპირებთ მოთხოვნების რედაქტირებას, რამის გამოკლებას ან დამატებას. პირველივე დღეს ვთქვით, რა გვინდოდა და აუცილებლად მივალთ აქამდე ჯიუტად, არც მოლაპარაკებებზე წავალთ ვინმესთან, ყოველდღე ვივლით საქართველოს სამსახურში“, - აღნიშნა დიღმელაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
მოსკოვმა ღამით დრონებით თითქმის 500 თავდასხმა დააფიქსირა, ოთხმა აეროპორტმა კი ფუნქციონირება შეაჩერა
უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ოლქში, თავდასხმა განახორციელეს, სადაც Sberbank-ის მონაცემთა ცენტრი მდებარეობს
ალიევის მწვავე კრიტიკის ტალღა ანკარაში აზერბაიჯანის საელჩოსა და სტამბოლში მდებარე საკონსულოს წინ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics