|
2019-06-26 17:50:30, 5237 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვიზიტად ბრიუსელში იმყოფება, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს. 27 ივნისს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონზე გამართულ სხდომას დაესწრება. თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორია ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს როუზ გოტმიულერს შეხვდება და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავს. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები შვედეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებთან. თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების გზებზე იმსჯელებს. საუბარი შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ტოტალური თავდაცვის ძირითად ასპექტებს. ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრები 26-27 ივნისს გაიმართება. მინისტერიალის მთავარი საკითხი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოდერნიზაციაა. განხილვის მთავარი საკითხები იქნება: რუსეთის მიერ საშუალო სიშორის ბირთვული ძალების შესახებ ხელშეკრულების დარღვევა, პროგრესი კოალიციური ხარჯების განაწილებაში, ნატოს თავდაცვისა და შეკავების სტრატეგია, ახალი ტექნოლოგიები და ნატოს მისია ავღანეთში.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)