|
2019-06-18 13:21:41, 5526 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ამოცანით მართვის ახალი პრინციპები გააცნო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას ამოცანით მართვის ახალი პრინციპები გააცნო. შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ თავდაცვის მინისტრის ინიციატივით გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება თავდაცვის ძალებში ამოცანით მართვის მნიშვნელობაზე, ფილოსოფიაზე და პერსპექტივებზე გაამახვილა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამოცანით მართვის კულტურის დანერგვა თავდაცვის ძალების ეფექტიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს. მან აქცენტი საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ავტონომიურობის ხარისხის გაზრდასა და დეცენტრალიზაციაზე, ასევე, ამოცანით მართვის მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე გააკეთა. ამოცანით მართვა ქვედანაყოფების მეთაურებს შესაძლებლობას მისცემს, ხელმძღვანელობასთან კავშირის გაწყვეტის ან სხვა პრობლემის შემთხვევაში, დამოუკიდებლად იმოქმედოს, რათა მთავარი მიზნის მიღწევა შეძლოს და მოწინააღმდეგეზე უპირატესობა მოიპოვოს. ლევან იზორიას განცხადებით, ამოცანით მართვა ცალკეული ქვედანაყოფებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭებას, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობას, ცენტრალიზებული მართვის პირობებში კი, დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას გულისხმობს. „არმიჰოლში“ გამართულ ლექციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობა, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის ათმეთაურები და სამხედრო იერარქიით ზემდგომი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები დაესწრნენ.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)