|
2019-06-17 16:02:22, 4112 ნახვა
ევროპის ამბები
დიაკონი ირაკლი ვასაძის განცხადებებზე: თავი დაანებეთ საკუთარი სექსუალური ფანტაზიების რეალობად გასაღებას
"ახლა მოვუსმინე ლევან ვასაძის გამოსვლას და გაოგნებული ვარ რამდენიმე გარემოების გამო: ერთი, რომ ამ შეკრებას, სამარცხვინოდ, სასულიერო პირები ესწრებოდნენ და მასთან ერთად ხითხიდებდნენ და ტაშს უკრავდნენ ყველა მის აგრესიულ და სიძულვილის ენით მოწოდებულ იდეებს; კიდევ უფრო სამწუხარო, რომ ამ ადამიანის იდეებთან ასე ახლო დგას საქართველოს ეკლესიის ცენტრალური მმართველობა და რიგი ეპისკოპოსები; მეორე იმით ვარ შეშფოთებული, როგორც მოქალაქე ამ ბედკრული საქართველოსი, რომ ადამიანი ასე საჯაროდ აგრეულობას, დესტრუქციულ ქმედებებს, დაუმორჩილებლობას კანონისა და პოლიციის მიმართ აცხადებდეს, ქმნიდეს რაღაც გაურკვეველ დაჯგუფებებს სახელმწიფო აპარატის წინააღმდეგ, რითად საფრთხის ქვეშ აყანებდეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, და ეს ადამიანი, ან უფრო არაადამიანი, კიდევ გარეთ იყოს და არ იყოს მიცემული სამართლებლივ პასუხისმგებლობას. ქვეყანაა თუ ბეღელი?! P.S. არც მეორე, დაპირისპირებული მხარე მგონია ანგელოზი. ორივე მხარის მამონა კი ფული მგონია. ხოლო როგორც ერთი ფსიქოლოგი იტყოდა, „თავი დაანებეთ საკუთარი სექსუალური ფანტაზიების რეალობად გასაღებას".
დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა ლევან ვასაძის ძალადობრივ განცხადებებს ეხმაურება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)