|
2015-07-01 18:36:58, 783 ნახვა
სამართალი
ზურაბ ხარატიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დააკავეს
თბილისის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი დააკავეს. მერიასთან საზოგადოებრივი მოძრაობა "თბილისის ალტერნატიული მერია" დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით, აქციას მართავდა. აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატები გააკრეს, რომლებზეც ნარმანიას ფოტოა გამოსახული და მისი გადადგომის მოთხოვნაა დაფიქსირებული. პოლიციის თანამშრომლებმა პლაკატების გაკვრის დროს ზურაბ ხარატიშვილი დააკავეს. როგროც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ხარატიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დააკავეს, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. მერიასთან საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)