15:58 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 10:26:01, 942 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია ამბობს, რომ აქ მმართველი გუნდი დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოქროყანის საარჩევნო უბანზე უზნეო და უკანონო მეთოდებით მუშაობდნენ.  

როგორც ბოკერიამ ოქროყანაში, 32-ე უბანზე განაცხადა, მმართველი პარტია ამომრჩეველზე მანიპულირებას ცდილობს. მისივე თქმით, ისინი „დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობდნენ“.

"ოქროყანაში ძალიან უზნეო და უკანონო მეთოდით მიმდინარეობდა პირველი ტურის დროსაც და მეორე ტურის დროს, დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობდნენ. წინა არჩევნებისთვისაც და მერეც გადააგდეს ხალხი, მაგრამ დაჭერილი ხალხისთვის და მისი გარემოცვისთვის ყოველთვის ეფექტური ინსტრუმენტია, როცა გეუბნებიან, რომ მიეცი მთავრობის კანდიდატს ხმა და გავუშვებთ. ამას აკეთებდა კონკრეტული ჯგუფი და მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი გამოგვხმაურა აქ და სცადა ტიპიური გარჩევის მოწყობა. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ აქ იყოს სიმშვიდე და დღეს მაინც ამომრჩევლებს მიეცეთ თავიანთი ნების მშვიდად გამოხატვის საშუალება. 

აქამდე რაც მოხდა, ეს არის უკვე არანორმალური არჩევნები აქ, ოქროყანაში. დღევანდელი დღე მაინც უნდა იყოს მშვიდი და სწორედ ამიტომ ვართ აქ ჩვენ", - თქვა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
„საწვავის კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება“ - ВЦИОМ პუტინის მოწონების რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა ბოლო რვა წლის განმავლობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics