|
2019-06-08 16:11:47, 1116 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, კახეთის გზატკეცილის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი გზის - ევროპის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები, დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ევროპის ქუჩა საქართველოში ჩამომსვლელ ვიზიტორებს თბილისზე პირველ შთაბეჭდილებას უქმნის, შესაბამისად, მისი მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. „თბილისში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მთლიანად მოწესრიგდება ევროპის ქუჩა სამგორის რაიონში, აეროპორტიდან ამოსასვლელი, რომელიც მოასფალტდება, ასევე, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები, შეიცვლება გარე განათების ბოძები და განახლდება გამწვანება. ეს ქუჩა არის თბილისის სახე და ქმნის პირველ შთაბეჭდილებას საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის. შესაბამისად, გვინდა, ის მოწესრიგებული და გალამაზებული იყოს. სამუშაოები აგვისტოს ბოლოსთვის მთლიანად დასრულებული იქნება“,- განაცხადა კახა კალაძემ. სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად ხორციელდება. თავდაპირველად, გადაიკეტა აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით სავალი ნაწილი ერთი თვის განმავლობაში და საპირისპირო მიმართულება დროებით ორმხრივი გახდა. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, სამუშაოები თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით განხორციელდება და საპირისპირო მიმართულებაზე სატრანსპორტო ნაკადი ასევე, 30 დღით გადაერთვება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საავტომობილო სავალი გზის ნაწილს, განახლდება ბორდიურები და ტროტუარი, გამყოფ ზოლში მოეწყობა თვალამრიდები. 40 000 მ2 სიგრძეზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია "ჯეუ გრუპი" ახორციელებს. რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული ვადა 80 კალენდარულ დღეს შეადგენს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან რეაბილიტაციაზე დაახლოებით, 3 000 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები მერთან ერთად, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძემ და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ დაათვალიერეს.
(NS)
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)