|
2019-06-08 15:37:50, 1250 ნახვა
საზოგადოება
„ავიატორი +“-ის დირექტორის მოადგილე: ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე, კომპანია მოკვლევას თავადაც ახორცილებს
კომპანია „ავიატორი +“-ის დირექტორის მოადგილე, გიორგი მოლოდინაშვილის განცხადებით, ყაზბეგში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, როს შედეგადაც 3 ადამინი დაიღუპა, სპეკულაციები უნდა დასრულდეს. როგორც კომპანია „ავიატორი +“-ის დირექტორის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე კომპანია დამოუკიდებლად ახორციელებს ფაქტების მოკვლევას, რათა დაჩქარდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენა. მოლოდინაშვილმა განმარტა, რომ ვერტმფრენი ტექნიკურად გამარული იყო და კითხვის ნიშნის ქვეშ არც პილოტის კვალიფიკაცია დგას. „ბოლო დღეების განმავლობაში, ყაზბეგში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი დეზინფორამცია გავრცელდა, რაზეც მინდა ჩვენი მოსაზრება გაგანდოთ. ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით, არ უნდა გავაკეთოთ ზედმეტი და წინასწარი დასკვნები და სათუთად უნდა მოვეკიდოთ, თუნდაც მათ ოჯახებს, ვინც გარდაიცვალა ამ შემთხვევის დროს. გავრცელდა რამდენიმე აბსურდული ინფორმაცია და ჩვენ საჭიროდ მივიჩნევთ, რომ მოგახსენოთ ის, რაც არის რეალობა. გაცხადდა რომ ვერტმფრენს არ ჰქონდა გარკვეული აღჭურვიილობები, აქ იყო შავ ყუთზე საუბარი. შავი ყუთი ამ კლასის ვერტმფრენისთვის არ არის განსაზღვრული და არც უნდა ჰქონოდა, რაც შეეხება, სხვა ტექნოლოგიებს ვერტმფრენი იყო უმაღლესი კლასის. რაც შეეხება, ტექდათვალიერებას და მის ტექნიკურ გამართულობას, მინდა მოგახსენოთ, რომ ვერტმფრენმა გაიარა დათვალიერება 2019 წლის 22 მაისს და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი თან მაქვს. ეს ჩატარდა ლიცენზირებული, მაღალი დონის კომპანიის მიერ, რომელსაც ზედამხედველობას უწევდა ჩვენი კონტრაქტორი „ბელ პრაღა“ და ამ მთელი პროცესის ზედამხედველობას „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“, რომელიც რეგუალარულად ატარებდა შემოწმებებს. ასევე იყო დეზინფორმაცია, რომ მესამე ადამიანი, სასტუმროს თანამშრომელი, რომელიც იმყოფებოდა ბორტზე, ის არ უნდა ყოფილიყო ბორტზე და იყო წონის დაბალანსების გამო ამ ბორტზე. პირველ რიგში, მინდა ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, ამ ბორტზე, ეს ადამიანი თავისი სურვილით იმყოფებოდა და პილოტის თანხმობით ცხადია. ამ ვერტმფრენით დაფრინავდა ყველა თანამშრომელი, მათ შორის მეც და მფლობელიც. შესაბამისად, სპეკულაცია უნდა დასრულდეს და უნდა გავუწიოთ ანგარიში გარდაცვლილთა ოჯახებს და არ უნდა მივაწოდოთ მათ არასწორი ინფორმაცია. რაც შეეხება პილოტს, ის იყო უმაღლესი კლასის პილოტი, მაღალი გამოცდილების ადამიანი, რომლის დაკარგვაც ჩვენთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა. ის გადამზადებული იყო აშშ-ში, ავტორიზირებულ სასწავლებელში“, - აღნიშნა მოლოდინაშვილმა. კომპანია თავის მხრივ დამოუკიდებლად ახორციელებს ფაქტების მოკვლევას საგამოძიებო ორგანოებთან კოორდინაციით, რათა დაჩქარდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენა. „კომპანია აქტიურ კომუნიკაციაშია მწარმოებელთან და იგეგმება მათი წარმომადგენლების ვიზიტი უახლოეს მომავალში“, - განაცხადა მან.
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)