|
2019-06-08 11:43:28, 1071 ნახვა
საზოგადოება
სარალიძე: გადავწყვიტე, გავრიდებოდი პროცესებს, რადგან ძალიან დიდი საფრთხე დავინახე
„თუ ეს საქმე არ გაიხსნებოდა, ამას „მალალეტკების“ ომი მოჰყვებოდა“ - ამის შესახებ ტელეკომპანია პირველის ეთერში ხორავას ქუჩაზე ჩადენილი მკვლელობის მსხვერპლის, დათუნა სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ისაუბრა. სარალიძის განცხადებით, მისი შვილის მეგობრების მხრიდან შესაძლო შურისძიების თავიდან ასარიდებლად, ის ბოლო დროს პროცესებს შეგნებულად გაერიდა. „გადავწყვიტე, მე თვითონ გავრიდებოდი პროცესებს ბოლო ორი თვის განმავლობაში იქიდან გამომდინარე, რომ დავინახე ძალიან დიდი საფრთხე. ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ 2017 წლის 1 დეკემბრიდან. მინდა ყველამ გაითავისოს, ყველა ადამიანმა მოქალაქემ თუ პოლიტიკოსმა, რომ ზაზა სარალიძე ამ ბრძოლით მიაღწევდა ჭეშმარიტებას, თუ ავდგებოდი და დავხოცავდი სუყველას, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ მე დავინახე საფრთხე, რომ ზაზა სარალიძეს ამას დაასწრებდა სხვა - ეს არის ჩემი შვილის და ლევან დადუნაშვილის მეგობრები. ზაზა სარალიძე იბრძვის იმისთვის, რომ ამ ომს, ამ სისხლს, სისხლი არ გაყვეს კიდევ, რაშიც დარწმუნებული ვიყავი და დავინახე კიდეც თვალნათლივ. ამ ყველაფერს ვეუბნებოდი პროკურორს იმედა გუგუშვილს. როდესაც პროკურორს, ქალს, შვილების დედას ვეუბნები - თუ ეს საქმე არ გაიხსნება ამას "მალალეტკების" ომი შეიძლება მოყვეს-თქო, მეუბნება, ეს ჩემი პრობლემა არ არისო. ეს პროკურორი კი არა, საერთოდ საქართველოში როგორ ცხოვრობს ისიც მიკვირს. ზაზა სარალიძე არ გაჩერდება, სანამ ამ საქმეზე სრული ჭეშმარირება არ იქნება. ვინმეს გონია, რომ ზვიად ფხაკაძეს ჩემი ცოლის და შვილის ცრემლებს ვაპატიებ? ვინმეს ჰგონია, რომ გათახსირებულ პროკურორს იმ სიტყვებს ვაპატიებ? თავისი თანამდებობა შერჩეს და აქ სისხლისღვრა ატყდეს?!“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, საქმეში მტკიცებულებები ახალი გამოძიების ეტაპზეა მოპოვებული, თუმცა მათი დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. „აღმოჩნდა მტკიცებულებები საქმეში, რომლის გასაჯაროვებაზე თავს შევიკავებ რადგან მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი წინაა და ვნახოთ, როგორ შეძლებს ახალი პროკურორი ამ მტკიცებულებების დადასტურებას. ეს მტკიცებულებები მოპოვებულია ახალი გამოძიების ეტაპზე. არ იფიქროს ვინმემ, რომ მე ამ პროცესს ვენდობი, თუ პროკურორებმა ისევ არ გადაწყვიტეს მიხეილ კალანდიას ადვოკატირება. აუცილებლად დავესწრები ყველა პროცესს როცა არსებითი განხილვები დაიწყება. ასევე, ძალიან ნათლად ჩანს მესამე პირის მონაწილეობა. ვნახოთ ვერ ვაკონკრეტებ ჯერ მონაწილეობდა თუ არა მკვლელობაში“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. სარალიძე აღნიშნავს, რომ მიხეილ კალანდიას დაკავებით სამართლიანობა არ აღმდგარა, თუმცა მისი აღდგენისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგა. „არ მინდა ვთქვა, რომ სამართალი აღდგა, ეს არის სამართლისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი, რომელიც დღეს ქართულმა სასამართლომ დაგვანახა. ორი ინსტანციის სასამართლომ მოუწოდა თადუმაძეს, რომ თვალები გაახილეთ , მკვლელი და მკვლელები გარეთ ეძიეთო“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)