|
2019-06-03 10:47:52, 962 ნახვა
საზოგადოება
„მაკდონალდსის“ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია Mc Happy Day დაიწყო!
1 ივნისს მაკდონალდსის ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია McHappy day დაიწყო. აქციის ფარგლებში, „მაკდონალდსი“ ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი”-ს ზუგდიდის ფილიალს დაეხმარება. McHAppy Day-ის ტრადიციული მიზანია, იმ პატარების ხელშეწყობა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში, საზოგადოებაში სწორ ინტეგრაციასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში. SOS Children’s Villages Inetrnational 1989 წლიდან ემსახურება მზრუნველობამოკლებულ და მიტოვების რისკქვეშ მყოფ ბავშვთა და მშობელთა უფლებების დაცვას; სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებას მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალიზაციის მიზნით. ზუგდიდში, აღნიშნული ორგანიზაცია დახმარებას უწევს რეგიონში მცხოვრებ 0–18 წლამდე ასაკის 400 ბავშვსა და 160 ოჯახს. ასევე ხელმძღვანელობს 6-18 წლამდე მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრს, რომელიც ერთდროულად მომსახურებას უწევს 20 ბავშვს. „წლევანდელი აქციიდან შემოსული თანხით „მაკდონალდსი“ „საქართველოს SOS - ბავშვთა სოფელი“-ს ბენეფიციარებისთვის სატრანსპორტო საშუალების შეძენას გეგმავს. მინი ავტობუსი ბავშვების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, რაც ბენეფიციარებს სამოქალაქო განათლების მიღების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში ჩართულობის და პროგრამით გათვალისწინებული სერვისების ეფექტურად და კომფორტულად მიღების საშუალებას მისცემს. „მაკდონალდსის“ საქველმოქმედო აქცია განსაკუთრებულ ფორმატს კვლავ ინარჩუნებს: მასში თანამონაწილეობის საშუალება ტრადიციულად მომხმარებლებსაც ეძლევათ. Mc Happy Day-ს მხარდასაჭერად „მაკდონალდსმა“ კამპანიის სიმბოლიკით სპეციალურად 3 სხვადასხვა ტიპის აქსესუარი დაამზადა: სტიკერი, გასაღების საკიდი, და სამაჯური. ნებისმიერი მათგანის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ავტომატურად ხდება ქველმოქმედების თანამონაწილე. თანხა სრულიად მოხმარდება მიკროავტობუსის შეძენას. 2018 წელს, მაკდონალდსი ქუთაისის დღის ცენტრის ჯადოსნურ სამყაროს, ადაპტირებული მინივენის შეძენაში დაეხმარა, 2017 წელს Mc Happy Day-ს ფარგლებში „მაკდონალდსმა“ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის” მთლიანად უზრუნველყო ქუთაისის დღის ცენტრში სენსორული ოთახის მოწყობა. 2016 წელს რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოსთვის ექოსკოპიის აპარატი შეიძინა, ხოლო 2015 წელს სოციალურ საწარმო „ქედელთან“ თანამშრომლობის შედეგად, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს მიკროავტობუსი უყიდა, რომელიც ბენეფიციარ ბავშვებს ემსახურება. Mc Happy Day-ს ღონისძიებები ასევე ითვლის დიმიტრი ცინცაძის ფონდის, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების და სხვა ორგანიზაციების დასახმარებლად გამართულ არაერთ საქველმოქმედო აქტივობას.
(R)
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)