|
2019-06-03 10:31:36, 760 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი დედაქალაქის მოსახლეობას განახლებული ორბელიანის მოედნის საზეიმო გახსნაზე იწვევს
კახა კალაძემ, განახლებული ორბელიანის მოედნის გახსნამდე ერთი დღით ადრე, რეაბილიტაციის დასრულებული სამუშაოები კიდევ ერთხელ დაათვალიერა და მოსახლეობა 3 ივნისს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვია. „პირველ ეტაპზე გაკეთდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, შემდეგ უკვე განხორციელდა ნაგებობების აღდგენა-რეაბილიტაცია. აქ 20 ნაგებობიდან 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ყველა მათგანი შენარჩუნებულია. 3 ივნისს, 20:00 საათზე აქ იქნება მოედნის გახსნის საზეიმო ღონისძიება, სადაც სტუმრებს ლამაზი სანახაობა და საინტერესო შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი ელოდებათ. ვეპატიჟებით ყველას, თბილისელებს თუ დედაქალაქის სტუმრებს. მობრძანდით და შეაფასეთ ჩვენი ნამუშევარი. თუმცა ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ეს არ არის ერთადერთი მასშტაბური პროექტი. ჩვენ არაერთ მსგავს პროექტს ვახორციელებთ და კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ მუშაობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ძეგლის რეაბილიტაცია მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში 2 წელი დასჭირდა. აღნიშნულ ისტორიულ არეალში არსებულ 20 შენობას ჩაუტარდა რესტავრაცია-რეაბილიტაცია. მათგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შენობების რეაბილიტაციის პარალელურად, ფხოვის და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომლის ფართობი 5700 კვადრატული მეტრია. დასკვნით ეტაპზე განხორციელდა ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული, ორი ძეგლის სტატუსის მქონე რეკრეაციული ზონის - 9 აპრილის სახელობის (ქვედა იარუსი) და ორბელიანების სახელობის სკვერების რეაბილიტაცია, სადაც განახლდა ინფრასტრუქტურა და გამწვანების კომპონენტი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 1.5 მლნ ლარია. რეაბილიტაცია დასრულდა კეთილმოწყობის სამუშაოებით, რაც გულისხმობს 7 სარეაბილიტაციო ქუჩის, მათ შორის 2 ძირითადი ქუჩის საფეხმავლო მონაკვეთად მოწყობას. ქუჩები სრულად მოპირკეთდა, შეიცვალა განათება, დაირგო მრავალწლოვანი ხე-მცენარეები, დამონტაჟდა სხვადასხვა ტიპის განათებები, მოეწყო ახალი სატრანსპორტო კვანძები, ადაპტირებისა და რეკრეაციული მოთხოვნების დაცვით. სივრცეში განთავსდა მხატვრული სცენა და გამოფენისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. განხორციელდა წვდომის სისტემების მონტაჟი საფეხმავლო მონაკვეთების იზოლირებისთვის. კეთილმოწყობის კომპონენტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარია.
(NS)
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)