10:13 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 17:09:43, 401 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკამ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არ უნდა დააზარალოს

ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკამ არ უნდა დააზარალოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის გაუქმების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, კანონი იქნება სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.

„ვფიქრობ, კანონი იქნება ისეთი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტთან და უსაფრთხოების ინტერესები დაბალანსებული იქნება სწორად გარკვეული სხვა ინტერესებიდან გამომდინარე, როგორიც შეიძლება იყოს მაგალითად კონკრეტული პირების კერძო ცხოვრება და ასე შემდეგ. სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკა არ უნდა ლახავდეს კონკრეტული ადამიანების პირად ცხოვრებას, ფუნდამენტურ უფლებებს. კონცეფცია ასეთი უნდა იყოს - ეს იქნება საჯარო სამსახურში თუ კერძო ცხვორებაში, ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკამ არ უნდა დააზარალოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. კონცეფცია არის ამდაგვარი და ვფიქრობ მივიღებთ იმ კანონს, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა დაგმო ირანში რეპრესიები და სიკვდილით დასჯა
ტრამპი ევროპას - ჩვენ მხოლოდ უნდა ვთქვათ: „იცით რა? ჩვენ აღარ ვვაჭრობთ თქვენთან
კონგრესმა მიიღო კანონპროექტი ჯოჯოხეთური სანქციები“ რუსეთის წინააღმდეგ „ და დოკუმენტი ხელმოსაწერად ტრამპს გაუგზავნა
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics