|
2019-05-30 12:34:42, 1213 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრების შემსწავლელი მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სამდივნოს უფროსს, ევგენი ჟუკოვს შეხვდა, რომლის ხელმძღვანელობითაც ბანკის შემფასებელი მისია საქართველოში ბანკის წლიური შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს გაეცნო. როგორც ცნობილია, საქართველომ უკვე გააკეთა ოფიციალური განაცხადი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის თბილისში გამართვის თაობაზე. ივანე მაჭავარიანმა სტუმარს მადლობა გადაუხადა შემფასებელი მისიის ვიზიტის ორგანიზებისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თბილისში მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და განხორციელებული რეფორმები. შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პოტენციალი და აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს კარგი შესაძლებლობა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს აღნიშნულ ფორუმს. აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარების თაობაზე წინადადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ტაკეჰიკო ნაკაოსთან და ბანკის დირექტორებთან აზიის განვითარების ბანკის 52-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების დროსაც დააყენა. სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, თბილისში ჩამოვიდა ბანკის შემფასებელი მისია, რომლის დროსაც მისიის წევრებმა დაათვალიერეს ყოველწლიური შეხვედრის გამართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, გამართეს შეხვედრები სხვადასხვა საჯარო უწყების წარმომადგენლებთან. ვიზიტის შედეგებს შემფასებელი მისია აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს წარუდგენს, რომელმაც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების თაობაზე.
(NS)
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)