|
2019-05-28 17:11:53, 1548 ნახვა
ეკონომიკა
საყურადღებო რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“ საბურავების შესახებ
ზაფხულის სეზონზე უსაფრთხო მოძრაობისათვის მნიშვნელოვანია საბურავები გვქონდეს შესაბამისი სეზონის, თეგეტა მოტორსი გირჩევთ თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ისინი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. არსებობს სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების საბურავი, მაგალითად: სტანდარტული საბურავები - ჩვეულებრივი სვლისთის, სპორტული საბურავები - განკუთვნილი სისწრაფისთვის, კომფორტ კლასის საბურავები, საწვიმარპროტექტორიანი საბურავები და სხვა. ნებისმიერ ავტომობილს ძარაზე მითითებული აქვს როგორც ქარხნული, ასევე ალტერნატიული საბურავის ზომა. უმთავრესი რა თქმა უნდა ზომაა, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სეზონურობაც. როდესაც გარემოს ტემპერატურა დასტაბილურდება +7 გრადუსს ზემოთ, უნდა დავაყენოთ ზაფხულის საბურავი. ხოლო თუ ზამთრის საბურავს ზაფხულში მოვიხმართ, საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით, რადგან ასეთ შემთხვევაში დამუხრუჭების დროს, სამუხრუჭე მანძილი 20-დან 25%-მდე იზრდება. ვინაიდან ზამთრის საბურავის რეზინი რბილია, შორ მანძილზე ავტომობილის გადაადგილებისას შესაძლოა საბურავი გასკდეს. საბურავის მუშაობის რესურსი ასევე დამოკიდებულია მძღოლის მართვის სტილზე. საბურავებს ძირითადად აზიანებს ძლიერი დამუხრუჭება, ექსტრემალური სიტუაციები, ავტომობილის სწრაფი სიჩქარით მართვა და ე.წ. დაბუქსავება. რა თქმა უნდა საბურავის ხარისხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია საბურავების შეცვლისას, მოხსნილი საბურავი შევინახოთ დაცულ ადგილას, სადაც მათზე მკვეთრი ტემპერატურული ცვლილებები არ იმოქმედებს. მზე, წვიმა, ყინვა და ა.შ. რეზინს და საბურავის ზედაპირს აზიანებს. მეორადი საბურავის ყიდვის შემთხვევაში ფინანსური კუთხით კალკულაციას თუ გავაკეთებთ, მძღოლს უფრო მეტი ხარჯი აქვს, ვიდრე ახალი საბურავის შეძენისას. მეორადი საბურავის შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები მეტწილად დარღვეულია. ასევე გაურკვეველია რა პირობებში ინახებოდა ეს საბურავები, რადგან არასწორად შენახვისას საბურავის რეზინი იშაშხება, კარგავს თვისებებს და ირღვევა საბურავის სტრუქტურა, რის შედეგადაც ავტომობილი ცუდად მანევრირებს და მისი სამუხრუჭე მანძილი იზრდება. ასევე მაღალ ტემპერატურაზე საბურავში წნევის მატებისას ის შეიძლება გასკდეს, ამიტომ ასეთი საბურავის გამოყენება ძალიან სახიფათოა. მეორადი საბურავის შეძენის დროს მძღოლები საბურავის ნახატის (პროტექტორის) ნიშნულზე არ ამახვილებენ სათანადო ყურადღებას და ტყუვდებიან. ამასთანავე სხვადასხვა ზომის საბურავების დაყენება ხანგრძლივი მოხმარებისთვის დაუშვებელია, ამან შეიძლება ავტომობილებს დაუზიანოს ხიდი, გადაცემათა კოლოფი და სავალი ნაწილი. გამოუვალი შემთხვევების დროს, შესაძლოა ვისარგებლოთ სხვა ზომის საბურავებით უახლოეს სერვისამდე მისასვლელად. „თეგეტა მოტორსში“ მომხმარებელს შეუძლია უსასრულო გარანტიით შეიძინოს Bridgestone-ის, Michelin-ის და Riken-ის ნებისმიერ ზომის ზაფხულის საბურავები, ყველა ტიპის ავტომობილისთვის.
(R)
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)