|
2015-06-30 12:24:22, 781 ნახვა
სამართალი
შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, ერთობლივი ღონისძიების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლისას, 1971 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე აჰმეთ სამი ონეი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირი ანკარის ინტერპოლის მიერ 21.02.2014 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. „აჰმეთ სამი ონეი დამნაშავედ ცნეს თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 103/1-ე, 53/1-2-3-ე, 103/6-ე და 62-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)