|
2019-05-23 15:08:24, 1620 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე ანაკლიის პორტზე: ინვესტორის ჩანაცვლება არ იგეგმება, პროექტი რაც შეიძლება დროულად უნდა აშენდეს
„ვხელმძღვანელობთ ორი პრინციპით: ანაკლიის პროექტი აუცილებლად უნდა დასრულდეს და პროექტი უნდა დავიწყოთ რაც შეიძლება დროულად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, თუმცა ქვეყანას ამ პროექტის დაწყების დიდხანს გაწელვის ფუფუნება არ აქვს. „რაც შეეხება ანაკლიის პორტს, აქ, პირადად ჩემთვის, ორი მთავარი საკითხია: პირველი გახლავთ ის, რომ მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და აქედან გამომდინარე, ის აუცილებლად უნდა აშენდეს, და მეორე - ჩვენ უნდა დავიწყოთ ის რაც შეიძლება დროულად. შესაბამისად, ამ ორი პრინციპით ვხელმძღვანელობთ. ბუნებრივია, ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, ეს საკითხი არის კონსორციუმის ფარგლებში და ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვაკეთებთ იმისთვის, რომ კონსორციუმმა შეძლოს იმ ფინანსური რესურსის მობილიზება, რაზეც ვალდებულება აიღეს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამ პორტის მშენებლობის პროცესი რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ. მე კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ ჩვენი მხრიდან ამ პროექტში ძალიან დიდი დროის, ენერგიის და, ამავე დროს, ფულადი სახსრების ინვესტირება მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება, რომ ეს პროექტი ძალიან დიდხანს გაიწელოს. ეს პროექტი სჭირდება საქართველოს, რეგიონს , საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას. ძალიან კარგი შეხვედრა იყო, იყო რამდენიმე საკითხი, რაზეც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თანხმობა მისცა კრედიტორებს, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც პრინციპული მნიშვნელობისაა, მათ შორის თქვენთვის, გადასახადების გადამხდელებისათვის, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის. როდესაც არის საუბარი კომერციული რისკის დაზღვევაზე, მაშინ კითხვა ჩნდება, - სად არის კომერციული ინტერესი პროექტში, მაშინ როგორ ექნება მას კომერციული დატვირთვა, კერძო ინვესტორის მხრიდან. მთავარია, კონსორციუმის მხრიდან გვქონდეს განცდა, რომ პროცესი დასრულებისკენ მიდის, პროცესი მიდის იქითკენ, რომ კონსორციუმი შეძლებს ამ ფინანსური რესურსის მობილიზაციას. შესაბამისად, ჩვენ არანაირ ალტერნატიულ ვარიანტს არ განვიხილავთ, მაგრამ ვხელმძღვანელობთ ორი პრინციპით: პირველი, პროექტი აუცულებლად უნდა დასრულდეს და პროექტი უნდა დავიწყოთ რაც შეიძლება დროულად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)