12:59 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 15:02:12, 1317 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე „ლუფთანზას“ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

 „მოხარული ვარ, რომ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა „ლუფთანზას" ვიცე-პრეზიდენტთან, განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და არსებული საქმიანობის გაზრდის პერსპექტივები.  დავსახეთ კონკრეტული გეგმები, რომლებიც ძალიან მალე, კარგად აისახება და მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ტურისტული ნაკადებისთვის და იმ სტრატეგიისთვის, რაც საქართველოს მთავრობას აქვს არჩეული და მიზანმიმართულად ავითარებს მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ ავიაკომპანია „ლუფთანზას" ვიცე-პრეზიდენტთან, შტეფან კრუცპეინტნერთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 მინისტრის მოადგილის შეფასებით, ამ უდიდეს კომპანიასთან თანამშრომლობა  ჩვენი ბაზრისთვის უმნიშვნელოვანესია. „ლუფთანზა" 14 წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს, არის ერთ-ერთი ლიდერი, გადამყვანი საავიაციო კომპანია. ჩვენთვის სტრატეგიული და  ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. წლების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით გაზრდილ  როგორც ტურისტულ, ასევე ბიზნესნაკადებს, რომელთა უმეტესობას სწორედ  კომპანია „ლუფთანზა" ემსახურება“, - აღნიშნა ალავიძემ.

 „ლუფთანზას" ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან კარგი შეხვედრა შედგა ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, სადაც ნათლად იყო წარმოდგენილი ბაზრის თავისებურებები და ის სეგმენტები, რომელიც კომპანიისთვის  შეიძლება საინტერესო იყოს როგორც ბიზნესის, ისე ტურიზმის განვითარებისთვის.

 „საქართველოში ჩემს ვიზიტს სამი  მიზანი აქვს: ეს არის  სტრატეგიის დასახვა, ასევე  გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან შეხვედრების გზით მიღწევების უკეთ გაცნობა და მესამე - პოტენციური სავაჭრო პარტნიორების გაცნობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა შტეფან კრუცპეინტნერმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics