|
2015-06-29 16:57:04, 497 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ყველას მხარდაჭერა ექნება
„დარწმუნებული ვარ ისეთ კანონს მივიღებთ, რომელსაც ექნება ყველას მხარდაჭერა და გაგება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, პირველ მოსმენაზე, პროექტთან დაკავშრებით, შენიშვნები გათვალისწინებული იქნა, მეორე მოსმენამდე კი, ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციები გაიმართება. „პირველი მოსმენით მიღებული ტექსტი მნიშვნელოვნად განსხვავებულია იმისგან, რაც თავდაპირველად იყო ინიცირებული. სწორედ განხილვის პროცესში მოხდა ბევრი რეკომენდაციის გათვალისწინება, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების. წერილში გამოთქმული მოსაზრებების დიდი ნაწილი პირველი მოსმენის დროს გათვალისწინებულია. მეორე მოსმენამდე გვექნება აქტიური კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ პირთან. მინდა ყველას ძალიან მყარი გარანტია მივცეთ იმისა, რომ პარლამენტი არც ამ და არც სხვა კანონს არ მიიღებს ისე, რომ გათვალისწინებული და გააზრებული არ იყოს ყველა დასაბუთებული შენიშვნა და მოსაზრება. ამ სფეროში ცხადია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოსაზრებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ისეთ კანონს, რომელსაც ექნება ყველას მხარდაჭერა და გაგება“, - აღნიშნა უსუფაშვილმა. ცნობისთვის, საკანონმდებლო ინიციატივა, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით, 78-ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.
ევროკავშირმა დაგმო ირანში რეპრესიები და სიკვდილით დასჯა
ტრამპი ევროპას - ჩვენ მხოლოდ უნდა ვთქვათ: „იცით რა? ჩვენ აღარ ვვაჭრობთ თქვენთან
კონგრესმა მიიღო კანონპროექტი ჯოჯოხეთური სანქციები“ რუსეთის წინააღმდეგ „ და დოკუმენტი ხელმოსაწერად ტრამპს გაუგზავნა
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)