|
2019-05-21 12:17:01, 1114 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინო ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი
ლონდონის საგამოფენო ცენტრში ღვინის საერთაშორისო „Olympia London" გამოფენა „London Wine Fair 2019" იმართება, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია მონაწილეობს. გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო. გამოფენის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Swirl Wine Group" ხელმძღვანელი, ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) ქართული ღვინის სამ პრეზენტაცია-დეგუსტაციას ჩაატარებს: ქვევრის ღვინოზე, საფერავსა და თანამედროვე ღვინოებზე. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა თამარ ხანიშვილმა აღნიშნა, გამოფენაზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ღვინის პროფესიონალების მხრიდან საკმაოდ დიდია. „აღნიშნული გამოფენა არის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი დიდ ბრიტანეთში, რომელიც ღვინის სფეროში მოღვაწე უამრავ პროფესიონალს იზიდავს. გამოფენას ესწრებიან ღვინის ექსპერტები, ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან. გამოფენაში მონაწილეობა საუკეთესო შანსია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომ საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ ევროპელ მომხამარებელს, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას" - აღნიშნა თამარ ხანიშვილმა. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარი ქართული ღვინისთვის, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს. London Wine Fair ტარდება 1981 წლიდან და ღვინის სფეროში მიჩნეულია წლის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებად. გამოფენაში, რომელიც მიმდინარე წელს 20-22 მაისს იმართება, 14 000 სხვადასხვა დასახელების ღვინოა წარმოდგენილი მსოფლიოს 35 ქვეყნიდან.
(NS)
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
საქართველოს ბანკის პარტნიორმა „ვითი ჯგუფმა“ ბათუმში ქართულ-ამერიკული სკოლის ახალი კამპუსი გახსნა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)