2019-05-20 15:24:29, 1094 ნახვა
საზოგადოება
მოზარდების მორიგი დაპირისპირება 51-ე სკოლასთან - შსს-მ გამოძიება დაიწყო
თბილისში, 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს სავარაუდოდ, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ინციდენტი სკოლის უკანა ეზოში მაშინ მოხდა, როდესაც მე-12 კლასელები ბოლო ზარს ზეიმობდნენ.
თვითმხილველების განცხადებით, დაპირისპირებაში მონაწილე პირებს თეთრი, წარწერებიანი მაისურები ეცვათ, ამიტომ, ისინი ვარაუდობენ, რომ ყველა მათგანი მე-12-კლასელი იყო.
მათივე მტკიცებით, ჩხუბის ფაქტები 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის ხშირი მოვლენაა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულიხმობს.
ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ ინციდენტის რომელიმე მონაწილის დაჭრის ფაქტი ამ დროისთვის არ დასტურდება.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან