15:37 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 14:49:24, 1027 ნახვა

საზოგადოება
„Georgian Airways“-ი სეზონურ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული ფრენის ნებართვების შესაბამისად, ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways"-ი, 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ამანის, ბეირუთის, დამამის, ბაჰრეინის და დუბაის მიმართულებებით შეასრულებს.

ავირეისები საჰაერო ხაზებზე შემდეგი პერიოდით და სიხშირით განხორციელდება:

·         თბილისი - ამანი - თბილისი - 2 ივნისიდან 26 აგვისტომდე, კვირაში 1 სიხშირით;

·         თბილისი - ბეირუთი - თბილისი  2 ივნისიდან 2 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით, ხოლო 17 ივლისიდან 29 აგვისტომდე - კვირაში 2 სიხშირით;

·         თბილისი - დამამი - თბილისი - 7 ივნისიდან 7 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით;

·         თბილისი - ბაჰრეინი - თბილისი - 13 ივნისიდან 6 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით;

·         თბილისი - დუბაი - თბილისი - 31 მაისს, 5 ივნისსა და 8 ივნისს;

ჩარტერული ფრენები Boeing 737, Embraer ERJ190, CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება და ტურისტული ნაკადების ტრანსპორტირებაზე იქნება ორიენტირებული.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
საქართველოს ბანკის პარტნიორმა „ვითი ჯგუფმა“ ბათუმში ქართულ-ამერიკული სკოლის ახალი კამპუსი გახსნა
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics