|
2019-05-18 16:42:00, 1012 ნახვა
საზოგადოება
სანდრა რულოვსი ზუგდიდელებს: აქ ვარ და დაგეხმარებით ამ „ფაროსანა მთავრობის შეწამვლაში“
„მე აქ ვარ და დაგეხმარებით ამ ფაროსანა მთავრობის შეწამვლაში“, - ამ სიტყვებით აერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდელებს 19 მაისის არჩევნების წინ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში მიმართა. რულოვსმა ამომორჩევლებს არჩევნებში აქტიუობისკენ მოუწოდა. „ჩემო ზუგდიდელებო, ეს ულამაზესი კუთხე ჩემი სახლია, მე ამას აღვიქვამ, როგორც ჩემს ოდა-ბადეს. მას სჭირდება მშენებლობა, მოვლა და მზრუნველობა და მე მზად ვარ, დავუთმო ჩემი მთელი რესურსები და მთელი ენერგია. თქვენ იცით, რომ 25 წელია, მე მირჩევნია დავდგე თქვენს გვერდში და დაგეხმაროთ, ვიდრე ვიცხოვრო ჩემს აყვავებულ ჰოლანდიაში. გული მტკივა, როცა ვხედავ, რა მოუტანა 7-წლიანმა უპატრონობამ, კორუფციამ, ნეპოტიზმმა და განუკითხაობამ ზუგდიდს - უკიდურესი გაჭირვება, შემოსავლის გარეშე, შიმშილის ზღვარზე დარჩენილი ოჯახები, რომელთა ოჯახის წევრები ხშირად ემიგრაციაში იმყოფებიან. ნუ გეშინიათ, მე აქ ვარ და დაგეხმარებით, ამ მართლა ფაროსანა მთავრობის შეწამვლაში, აქ ხომ მედეას სამშობლოა, კოლხეთი და სასწაულმოქმედ მკურნალობაში ვერკვევით“, - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)