|
2019-05-17 18:35:29, 1095 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრმა მიწის ადმინისტრირების თემაზე გამართულ სართაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საჯარო რეესტრმა მიწის ადმინისტრირების სფეროში საჯარო და კერძო თანმშრომლობის (PPP in Land Administration) თემაზე გამართულ სართაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გამართულ რიგით მესამე საერთაშორისო შეხვედრაზე მიწის ადმინისტრირების საკითხებში კერძო და საჯარო თანამშრომლობის გამოყენების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მიწის კერძო და საჯარო თანამშრომლობის ანალიტიკური და საოპერაციო ჩარჩო დოკუმენტი, კერძოდ მისი დაფინანსების, მენეჯმენტისა და შეფასების საკითხები. მსოფლიო ბანკის ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერმა ელენე გრიგოლიამ შეხვედრის მონაწილეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიღებული გამოცდილება გააცნო. კერძოდ, მან ისაუბრა ე.წ. ჰიბრიდული მიდგომის შესახებ, რომლის ფარგლებშიც საჯარო რეესტრი და კერძო კომპანია საჯარო ინტერესის - მიწის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს მიღწევის მიზნით ერთოლივად მუშაობენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახელმწიფოს როგორც სახელმწიფო ორგზანიზაციების, ისე კერძო სექტორის, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)